ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს” – მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი

მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს -ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მონტენეგრო, ისევე როგორც საქართველო, ცდილობს ხიდის როლი შეასრულოს, დააახლოოს მეზობლები, დააახლოოს ადამიანები და დაინახოს შესაძლებლობები, როგორ შეიძლება, მომავალში უფრო მეტი სიბრძნე და ჭკუა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ ევროპის დანარჩენი ნაწილისთვის კარგი გავაკეთოთ. იდეა ძალიან მარტივია. ჩვენ არ შეგვიძლია, შევცვალოთ წარსული, ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მხოლოდ მომავალი, ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ის, რაც ჩვენი ვალდებულებაა, არის ის, რომ შევცვალოთ მომავალი. შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, რომ ხელი შევუწყოთ მეტ მშვიდობას, მეტ სტაბილურობას, მეტ კარგ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურას და ადამიანების დაახლოებას.

განსაკუთრებით მივულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან დღეს აქ ერთად შეკრიბა ჩვენი ორი კოლეგა ჩვენი მეგობრები, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს ორი მეგობარი ქვეყნის პრემიერები და ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გზა იმისთვის, რომ ვისაუბროთ მომავალ მნიშვნელოვან პროექტებზე. მნიშვნელოვანზე არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ასევე ევროპისა და აზიისთვის” – განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა.

იტვირთბა....