“ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა, ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკომისიის სტრუქტურებთან, რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე, ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა, ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა, ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება, მეორე – ასევე, სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასეთ დროს, როდესაც მხოლოდ ფაქტის კონსტანტაცია ხდება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.