ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროკავშირის ელჩის განცხადება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მკაფიო არ იყო, მინდა, ორაზროვნება აღმოფხვრას” – რაქვიაშვილი

“ევროკავშირის ელჩის განცხადება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მკაფიო არ იყო, მინდა, ორაზროვნება აღმოფხვრას” – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

“ვაპირებ კომუნიკაცია მქონდეს ევროპელ დიპლომატებთან, რადგან ეს ვერ გავიგე, რას ნიშნავს. ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, რადგან ერთია, რომ შეიძლება პროცესი იყო მუშაობის, მაგრამ შედეგით არის კმაყოფილი? მე სიტყვის თავისუფლებას ნებისმიერი დიპლომატის ან სხვა მთავრობის პოზიციაზე უფრო მაღლა ვაყენებ, რა თქმა, უნდა მაინტერესებს რას ამბობს ელჩი, მაგრამ არ ვაპირებ ჩემი პოზიციის ცვლილებას, რომ „კარგი, სიტყვის თავისუფლება შევზღუდოთ, რადგან დიპლომატმა ასე თქვა“. თვითონ განცხადება არ იყო მკაფიო, ერთია პროცესით იყო კმაყოფილი და მეორე შედეგით. შედეგი მისი ინიციატივა იყო, მან გვითხრა, რომ ასე უნდა გაკეთებულიყო და ამიტომ არის კმაყოფილი, თუ ზოგადად ის მოსწონს, რომ პროცესი დაიწყო და დისკუსია გაიხსნა. ეს ორაზროვნება მინდა აღმოიფხვრას და ვეცდები, ევროპელი დიპლომატებისგან პასუხი მივიღო” – განაცხადა რაქვიაშვილმა.

იტვირთბა....