“შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე” – ამის შესახებ ტანზანიის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ტულია აქსონმა ლუანდაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა.
“შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ასევე ჩვენს ეროვნულ პარლამენტზე. ეს იყო მეორე შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ინსტიტუციებზე და ჩვენი პარლამენტების კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე. ასევე, გავუზიარეთ პოზიციები ერთმანეთს იმის თაობაზე, რომ მე ვაპირებ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის (IPU) პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას. მჭირდება ქართული დელეგაციის მხარდაჭერა, ვინც ასამბლეაში მონაწილეობს“ – განაცხადა ტულია აქსონმა.

