გუშინ „ქართული ოცნების” ყოფილი წევრები, არასამთავრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ათონელის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.
პრეზიდენტმა ეკა გიგაურს, ნინო ლომჯარიას, თინა ხიდაშელსა და თამარ ჩუგოშვილს უმასპინძლა.
ამ თემას „ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
„ზოგადად არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია, ზურაბიშვილი, გახარიას პოლიტიკური პარტია, ეს გეგმა არსებობს, ალბათ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება…
ეს პარტია ისევ და ისევ შეიქმენა კოლექტიური ნაცმოძრაობის ფარგლებში“, – აღნიშნა მან.

