ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კრიტიკულად მნიშვნელოვანი 2 თვე დარჩა” – სალომე სამადაშვილი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა

“კრიტიკულად მნიშვნელოვანი 2 თვე დარჩა” – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა.

“ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ რუსეთის დავალებით საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ძალიან ცოტა რჩება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორი თვე დარჩა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი როგორ ხედავს პროცესს და როგორ ხედავს, ამ ორ თვეში, რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ, რომ კომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, ვერ იქნება პოზიტიური, იმიტომ, რომ ევროკავშირის მოთხოვნები არ არის შესრულებული. ერთადერთი შანსი რჩება პოლიტიკური მხარდაჭერის, რომელიც არ აქვს “ქართულ ოცნებას”, ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთ ვითარებაში, პრეზიდენტი როგორ ხედავს პროცესს. “ლელოს” პოზიციაა, რომ მიუხედავად რუსული ხელისუფლების საბოტაჟისა, ჩვენმა ქვეყანამ ეს შანსი არ უნდა დაკარგოს. პრეზიდენტს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვს რესურსები და საინტერესო იქნება, ძალისხმევის კოორდინირება, რომ რუსული ხელისუფლების გეგმა ჩავარდეს და ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების გარანტია” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....