ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძეს პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის დღევანდელ განცხადებას.

პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ აბაშიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის გრიგორი კარასინისთვის ადგილზე უნდა გაეცა ადეკვატური პასუხი.

“როდესაც საუბარია იმაზე თუ რა პასუხი უნდა გასცემოდა პრაღაში კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იქ, ადგილზე უნდა გასცემოდა ის პასუხი, რა პასუხის გაცემაც შემდგომში მოუხდა ბატონი ზურაბის უშუალო ხელმძღვანელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ კვირიკაშვილს საქართველოდან. ამავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ფერდერაციასთან ურთიერთობა არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული და განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებსითვის. ამ ამ ურთიერთობებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და კონკრეტიკა”. – განაცხადა ფხალაძემ

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ მას რომ ჰყავდეს წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ის სათანადო რეაგირებას მოახდენდა კარასინის საკმაოდ არადიპლომატიურ განცხადებაზე.

იტვირთბა....