ყოფილი პარლამენტარი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი, თამარ ჩაგუშვილი დღეს ათონელის სასახლეში ქვეყნის მთავარსარდალს შეხვდა.
მისი თქმით, პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მუქარას არასდროს ექვემდებარება.
„ეს არის მცდელობა რაღაცა ზეწოლის განხორციელების პრეზიდენტზე, რომელსაც აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ის არ ექვემდებარება ამგვარ მუქარებს ბევრჯერ დაამტკიცა უკვე და დარწმუნებული ვარ, რომ ის იმოქმედებს ისე, როგორც სამართლებრივად და ქვეყნის ინტერესებიდან გადმომდინარე საჭიროდ ჩათლის. ნებისმიერი მცდელობა, რომ სეთი მუქარა თუ ზეწოლა განხორციელდეს მასზე განწირულია, იმისთვის, რომ უშედეგოდ დარჩება. მას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, რომ ასე ასე ემუქრებოდნენ, ამიტომ ყველანაირად არასწორია გზავნილები რომლებიც გაკეთდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

