ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის ინფორმაციით, ჰამასის მოკლულ წევრს ციანიდის გამფრქვევი მოწყობილობის შექმნის ინსტრუქცია აღმოაჩნდა.
მისი თქმით, ტერორისტები ისრაელში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდნენ.
„აი, რამდენად შოკისმომგვრელია სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ინსტრუქციებს, რომლებიც მოცემულია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ და შევქმნათ ერთგვარი არაპროფესიონალური ქიმიური იარაღი ციანიდით“, – აღნიშნავს ისრაელის პრეზიდენტი.