ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

🎥 „საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ“ – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. ” აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში“, – აღნიშნა დანიგანმა.

იტვირთბა....