2016 წლის 21 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საიტზე ვკითხულობთ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ შესყიდვის შემდეგ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2981 შეადგინა.