„Al Jazeera“ – ს ცნობით, გასული ღამე ღაზისთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაახლოებით 400 ადამიანი დაიღუპა.
პალესტინის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ, 7 ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა 4 600-ს გადააჭარბა.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღამით თავს დაესხა ღაზის სექტორში მდებარე 320-ზე მეტ სამხედრო ობიექტს და გაანადგურა ის ადგილები, რომელთაც ისრაელის სამხედრო ძალებისთვის საფრთხის მოტანა შეეძლო.