ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 320-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს. IDF-ის განცხადებით, სამიზნეები იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები, მათ შორის გვირაბები, სადაც ჰამასის ტერორისტები ცხოვრობენ, ასევე ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, სადაც იმალებოდნენ ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ბოევიკები.
„გარდა ამისა, IDF-მ დაარტყა სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციებისთვის მომზადებულ ძალებს, მათ შორის ათობით ნაღმმტყორცნსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ მოწყობილობას“, – ნათქვამია პრესრელიზში.