ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი მტკიცებით, დაღუპულთა 40 %-ს ბავშვები შეადგენენ.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულია 14 245-ზე მეტი ადამიანი, მათგან 70% ბავშვები და ქალები არიან.
სამინისტროში ამბობენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 266 პალესტინლელი დაიღუპა, მათ შორის 117 ბავშვია.