ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავს – ამიხ შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის ტერიტორიის გახშირებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე მიიღეს.
მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საოჯახო სასტუმროებში განათავსებენ.