ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცვლად ცვლილებებისა, რომელიც ევროკომისიამ და ვენეციის კომისიამ მოგვთხოვა, კარვების და მედიაზე ზემოქმედების კანონი შემოიტანეს” – მანჯგალაძე

“ნაცვლად ცვლილებებისა, რომელიც ევროკომისიამ და ვენეციის კომისიამ მოგვთხოვა, კარვების და მედიაზე ზემოქმედების კანონი შემოიტანეს” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“რეკომენდაცია სტრასბურგის აღსრულებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის არჩევის წესთან და გენდერთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შესრულებულია, თუმცა დანარჩენ 9 რეკომენდაციაზე გვეუბნებიან, რომ ან ნაწილობრივ, ან საერთოდ არ არის შესრულებული. სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციული, მედიასთან დაკავშირებული რეფორმა, სიძულვილის ჯგუფებთან არსებული საკითხი და სხვა ბევრი გასაკეთებელია.
არაფერი არ უნდა, სულ ორი კვირის ამბავია, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ აკეთებს. ნაცვლად ამ ცვლილებებისა, რომელიც ევროკომისიამ და ვენეციის კომისიამ მოგვთხოვა, შემოიტანეს კარვების კანონი, მედიაზე ზემოქმედების კანონი, ვითომ სიძულვილის ან უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ვინმე. ანუ, ბევრი ისეთი კანონი შემოიტანეს, რომელიც საწინააღმდეგოა და არა ის, რაც ქვეყანას სჭირდება“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....