საზოგადოება

მობილურთან და კომპიუტერთან დაკავშირებული მითები

Mac-ის კომპიუტერი ვირუსებს არ იღებს – 2012 წლამდე, სანამ ცნობილმა ვირუსმა „ტროამ“  Mac-ის ათასობით კომპიუტერი არ გაანადგურა, ეს მითი მუშაობდა.

ინკოგნიტო ბრაუზერი ანონიმად გტოვებს- არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა, რომ ამგვარად თქვენი IP ან ვინაობა, როცა რომელიმე საიტზე შეხვალთ, უცნობი დარჩება. ეს ინკოგნიტო ბრაუზერები გეხმარებათ მხოლოდ იმაში, რომ გამოყენებული კომპიუტერის ისტორიაში არ დატოვოთ თქვენი ყოფნა.

მობილურის დასატენად მთელი ღამით დატოვება სახიფათოა-გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ დატენილ ბატარეას არ გამოაერთებთ კვების წყაროდან, მას ეს ავნებს, მცდარია. თანამედროვე სმარტფოუნებს აქვთ ფუნქცია, რომ კვების წყაროდან გამოერთების გარეშეც აღარ დატენონ ბატარეა, როცა ის სავსეა უკვე.

ყოველდღიურად არ უნდა გამორთოთ კომპიუტერი –  პირიქით, კომპიუტერის რეგულაური გამორთვა აუცილებელიც კი არის.

businessinsider

 

იტვირთბა....