ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა” – სირიის სახელმწიფო მედია

“ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა” – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„დღეს, დაახლოებით დილის 5:25 საათზე, ისრაელელმა მტერმა განახორციელა საჰაერო აგრესია რაკეტების ერთდროულად გაშვებით ლატაკიის დასავლეთით ხმელთაშუა ზღვისა და ოკუპირებული სირიის გოლანის მიმართულებებიდან დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებისკენ“ – იუწყება საინფორმაციო სააგენტო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციას ემსახურება, არამედ სამხედრო ბაზებს.

იტვირთბა....