ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისრაელში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან” – ლაშა ჟვანია

“ისრაელში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან” – აღნიშნულის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

“ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებული არიან საელჩოში და ტელეფონის ნომრები გვაქვს. გუშინ ყველასთან განხორციელდა ზარი და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. დაგვიდასტურეს, რომ ნაწილი, რომელიც ბინებში ცხოვრობენ და უვლიან მოხუცს ან ოჯახებში მუშაობენ, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თავშესაფარი ჰქონდეთ. ნაწილი, რომელთა ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდება, ისინიც გაჰყვებიან ოჯახის წევრებს. ღაზის სექტორის გარშემო შვიდკილომეტრიანი ზოლი მთლიანად ევაკუირებულია და ჩვენ ამ შვიდკილომეტრიან ზოლში საქართველოს მოქალაქეები დღეისათვის არ გვყავს“ – განაცხადა ჟვანიამ.

იტვირთბა....