ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა სინამდვილე – სარჯველაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე

რატომ არ არის დატანილი თარიღი სუს-ის მიერ გავრცელებულ ოთარ ფარცხალაძის მოდულის შენობაში მისვლის ფოტომასალაზე – ამ კითხვას “ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ საზოგადოებას თავის თვალით უნდა ენახა სინამდვილე, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ნამდვილად იყო დაკითხვაზე მისული.

სარჯველაძის თქმით, ამ ფოტოებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ოპოზიციის ტყუილი.

ბუნებრივია, აუცილებელი გახდა, რომ საზოგადოებას თავის თვალით ენახა, ის რაც არის სინამდვილე და რეალობა. უბრალოდ რა არის იცით, მე მეჩვენება, რომ ხანდახან უნდა დავსვათ საკითხი ამგვარად, რომ, როდესაც ოპოზიცია ახდენს ტირაჟირებას, მცდარ ფატებზე დამაჯერებლად როცა საუბრობს ვითომ სინამდვილეზე და მერე რომ აღმოჩნდება ეს მტკნარი ტყუილი, აი ამაზე ალბათ საზოგადოებას რეაგირება უნდა ჰქონდეს. რეაგირებაში ვგულისხმობ იმას, რომ ეს პირდაპირპროპორციულად უნდა აკნინებდეს იმ ოპოზიციონერების განცხადებებს, რომლებიც შემჩნეულები იქნებიან სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების ტირაჟირებით”. – ამბობს სარჯველაძე.

გამოკითხვის იმიტაცია თუ რეალური საგამოძიებო მოქმედება? სუს-ი ამ დრომდე არ ამბობს, გაავრცელებენ თუ არა ფარცხალაძის მოდულის შენობაში მისვლის დათარიღებულ კადრებს. სანქცირებული ყოფილი პროკურორის საქმე ოცნებამ ფაქტობრივად დახურულად გამოაცხადა.

იტვირთბა....