“ალდემ” საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო – “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ რეზოლუციის თანაავტორებს გერმანიიდან და ჰოლანდიიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ.
მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის თანაავტორები არიან პარტიები გერმანიიდან და ჰოლანდიიდან. ორივე პარტია ქვეყნებში არიან მმართველი კოალიციების წევრი. ისინი ხელისუფლებაში არიან, შესაბამისად გავლენა ექნებათ მათ შორის იმაზეც, დეკემბერში როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეიკრიბებიან
და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ამ პარტიების აზრს და შეხედულებებს მნიშვნელობა ექნება საბოლოო გადაწყვეტილებაზე”. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“ალდემ” საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებისგან 12 რეკომენდაციის დროულად შესრულებას ითხოვს. შვიდ პუნქტიან დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევის ფაქტებიც. გამოცდილი პოლიტიკოსები უარყოფითად აფასებენ მანიფესტაციების შესახებ მიღებულ ახალ კანონსაც. საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციაა ერთდროულად სამი ქვეყნის მიერ იყო ინიცირებული, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

