სამარხვო კატლეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ბრინჯი და სტაფილო. უგემრიელესი სამარხვო კატლეტის სრული ინგრედიენტებია :
250 გრ. ბრინჯი
3 სტაფილო
1 თავი ხახვი
2კბილი ნიორი
ქინძი და ოხრახუში
მარილი და პილპილი გემოვნებით
სვანური მარილი
200 გრ. ზეთი
200გრ. საფანელი
გავრეცხოთ მწვანილები, გავარჩიოთ ხახვი და ნიორი. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. 1 ჭიქა ბრინჯი მოვხარშოთ და მოხარშული დავდოთ საწურზე. ხელის ბლენდერით გავთქვიფოთ. დავუმატოთ მწვანილები, მარილი, ხახვი, ნიორი, მწიწაკა და სვანური მარილი. სტაფილო მოვხარშოთ და ისიც დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ბრინჯი. მივიღებთ ერთგვაროვან მასას (ფარშს). დაგვჭირდება საფანელი.
ბოსტნეულის ფარშისგან გააკეთეთ პატარა გუნდები და საფანელში ამოავლეთ. მიეცით კატლეტის ფორმა და შეწვით ზეთში ორივე მხარეს .