“დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არიან, “ქართულ ოცნებაზე” ზეგავლენას ვერ ახდენენ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სპექტაკლი შარლ მიშელის დოკუმენტით და პარლამენტში დეპუტატების “შელაგებით” დაიწყო.
ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ რეალური ზეგავლენა მოახდინოს. მანამდე მესმის, იყო უბედურება ძალიან დიდი და მძიმე, შოვის ტრაგედია მაქვს მხედველობაში. ამ დროს პოლიტიკა ჩუმდება, მაგრამ როდესაც კითხვები ჩნდება, ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ. ეს სპექტაკლი შარლ მიშელის დოკუმენტით და პარლამენტში დეპუტატების შელაგებით დაიწყო. შენ გაყალბებულ არჩევნებში მიყვები “ქართულ ოცნებას”, ამბობ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ხან შედიხარ, ხან გამოდიხარ პარლამენტში, ბოიკოტს უცხადებ და ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ გაგაქვს – აღნიშნა მან.
ნინო ბურჯანაძის თქმით, მთავარი პრობლემა ოპოზიციის დაქსაქსვაშია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შარლ მიშელის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ შეიძლებოდა 2020 წლის არჩევნების დროს ოპოზიციას ვერ მოეგო, მაგრამ კოალიციური მთავრობა მაინც შეექმნა.
ჩემი სიტყვა რომ ვერ გავიტანე პარლამენტში, მაგიტომ წამოვედი. მაშინ, როდესაც ოპოზიცია იყო ერთიანი აღწევდა მიზნებს. ბატონი მიშელის მხრიდან, რაც მან საქართველოში გააკეთა, წარმოუდგენელი შეცდომა იყო. შეიძლება, ოპოზიციას ვერ მოეგო არჩევნები, მაგრამ მინიმუმ კოალიციური მთავრობა იქნებოდა, რომ დანიშნულიყო ახალი არჩევნები. ოპოზიციამ საკუთარი პოზიციების დაცვა ვერ შეძლო – განაცხადა ბურჯანაძემ.

