Al Jazeera-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში, მართლმადიდებლური ტაძრის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.
The Wall Street Journal-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შენობას თავს დაახლოებით 500 ადამიანი აფარებდა. ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.
ტაძრის დაბომბვაში „ჰამასი“ ისრაელს ადანაშაულებს.