„ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, „მთავარი არხის“ გადაცემაში „ღამის მთავარი“ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
ხაზარაძის თქმით, ძველი პოლიტიკა დასავიწყებელია, რადგან ის მოძველდა და სიახლეა საჭირო.
„ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ იცის, როგორ დააყენოს ქვეყანა ფეხზე.
„მე პარლამენტში ვიყავი და დავტოვე მანდატი, იმიტომ რომ მე ჩემს თავს ვხედავ იქ. სადაც არის პროგრესი. ამბიცია როგორ არ მაქვს, მაგრამ მე ამბიცია მაქვს, როცა გუნდი აკეთებს საქმეს. როცა ქართველი პოლიტიკოსები მიხვდებიან, რომ მე სად ვიქნები იმას კი არ დასვამენ, იდეა სად იქნება და სად გაიმარჯვებს საქართველო და მოდი ამ იდეას დავუქვემდებაროთ და მერე ყველას ადგილი გამოიძებნება ამ ძალაუფლებაში. ესაა სწორი მიდგომა და მინდა ეს ყველას გავაგონო. ის პოლიტიკა რაც აქამდე კეთდებოდა ძველი პოლიტიკა, ძველი სახეებით უნდა დავივიწყოთ. ისინი ვერ მოტრიალდებიან მომავალში, მორალურად, სახობრივად მოძველებულია… 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიური ბუმი მიდის, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენ აქ რაღაცაზე ვკამათობთ და 10 კაცი ვერ შეთანხმებულა როგორი საქართველო გვჭირდება. მე ვიცი ზუსტად როგორ შეიძლება ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაყენოთ ფეხზე და ამ გროშებზე არ იყოს ლაპარაკი. მე ვიცი, როგორ გახდეს ქართველი კაცი მდიდარი და ეს სულელური პროპაგანდა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიდის ვერაფერს ვერ დაგვაკლებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

