სუს-ის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს გუშინ, პარლამენტში ვიზიტისას, ჟურნალისტებმა აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმის გამოძიების შესახებ ჰკითხეს.
„ამოვწუროთ ფარცხალაძის თემა… ხალხო, იმდენი საფრთხეებია, იმდენი რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
გუშინ ლილუაშვილი ამტკიცებდა, რომ „ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა“.
შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძე, ქართულ საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენისა და ფსბ-ს აგენტობის მოტივით, აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა.

