ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა – ლილუაშვილი

„მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა“ ,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა და სადაც სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებენ.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ ივანიშვილს უცხო ქვეყნიდან უსმენენ, ლილუაშვილი პასუხობს: “თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!”

ამასთან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ “დაზვერვის მეთოდები შეცვლილია და მას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები”.

“მოსმენების გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ჩვენ რა პროცედურაზეც დაგვიძახებენ და დაძახებულიც ვიყავით, ყველგან აქტიურად და პოზიტიურად მივიღეთ მონაწილეობა და იმედია, ბოლომდე გავა. თუმცა, მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ იცოდეთ, დღეს დაზვერვის მეთოდები არის შეცვლილი, აბსოლუტურად დამყარებულია ახალ ტექნოლოგიებზე, ციფრულ დაზვერვას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ გაეროს გენერალურ მდივანს მოუსმინეს, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ევროპარლამენტარებს, თუმცა, არავინ ვართ გიჟები, ვივარაუდოთ, რომ მაინცდამაინც იმ გეოგრაფიული ნიშნის ქვეშ მყოფო სპეცსამსახურები ახორციელებენ ამას ევროპაში ან მის გარეთ. თუმცა, ყველა ლიდერმა დანანებით აღნიშნა მოსმენის მავნე შედეგების შესახებ. მე იმას ვუსვამ ხაზს, რომ დღეისათვის ელექტრონული დაზვერვის ფორმები გაცდა იმ მასშტაბებს, რასაც გეოგრაფია ჰქვია და ნებისმიერი დაშორებიდან, ანტარქტიდიდანაც კი შეიძლება სუბიექტმა მოუსმინოს ობიექტს,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

იტვირთბა....