“ცენზურის კანონით შექმნა ხელისუფლებამ შესაძლებლობა, რომ დაადუმოს ყველა მედიასაშუალება, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის,” – ასე აფასებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ცენზურის კანონის მიღებას.
სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ზუსტად ისეთ კანონებს იღებს, რომელიც რუსეთში მოქმედებს, თუმცა ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს კანონპროექტები ევროკავშირთან შესაბამისობაში მოდის.
ჩვენ გვაქვს რუსული ხელისუფლება, რომელიც ამ წესებით თამაშობს. ცენზურის კანონით შექმნა ხელისუფლებამ შესაძლებლობა, რომ დაადუმოს ყველა მედიასაშუალება, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის. თუ შევხედავთ, რა გზა გაიარა პუტინმა, ლუკაშენკომ, ეს არის ფაქტობრივად, ანალოგიური გზა. ცინიკური ის არის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების საფარქვეშ. თუმცა ასეთი საბუთი ვერ წარმოადგინეს.
ასევე, ეს პროცესი, იმპიჩმენტის, რაც ვნახეთ, ამას ვეძახი, კობახიძის რუსულ შაპიტოს. კონსპირაციის თეორიებში არ შევდივარ, შაპიტო არის იმიტომ, რომ ამას პოლიტიკური შინაარსი არ ჰქონდა, უნდოდათ გაეგზავნათ რუსეთში უფროსობისთვის გზავნილი, რომ დიახ, ჩვენ თქვენ გემსახურებით და წევრობისთვის, რომ ამ ხელისუფლებას თქვენთან საერთო არაფერი აქვს,” – ამბობს სალომე სამადაშვილი.

