ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს არის „ქართული ოცნების“ სპეცოპერაცია“ – იაგო ხვიჩია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე

გუშინ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო.

„ქართული ოცნების“ აღნიშნული ქმედების შეფასებით მიზნით, „მეტრონომი“ „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ესაუბრა.

ხვიჩიას თქმით, ეს არის „ოცნების“ სპეცოპერაცია მედიის ჯიბეში ჩასადებად.

[su_quote] ამ კანონის მიხედვით, ხელისულება ამბობს, რომ მედიაში არ მოსულა უხამსობა და სიძულვილის ენა, ოღონდ რა იგულისხმება მათში, ამას წყვიტავს მარეგულირებელი კომისია და მერე მურუსიძის სასამართლო.

ანუ თუკი მურუსიძის სასამართლო დაასკვნის, რომ რაღაც არის უხამსობა, ამით შეუძლია ჯერ დააჯარიმოს ტელევიზია (მინიმალური ჯარიმა 2 500 ლარია) , სადაც ეს რაღაც გაჟღერდა, შემდეგ კი სასჯელები იზრდება და ბოლოს, შესაძლოა, საერთოდ დახუროს მედიასაშუალება.

ახლა ეს კანონპროექტი დაჩქარებულად გადის. ის გუშინ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მერე, სასწრაფო წესით დაიწყო, დღეს კი მთავრდება სამივე მოსმენის განხილვა.

ამ კანონპროექტს, თითქოს, იღებენ, როგორც ევროინტეგრაციისათვის საჭირო გადაწყვეტილებას, მაგრამ სინამდვილეში, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციასთან. ეს მედიის შესზუდვის კანონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სპეცოპერაცია. მათ ეს კანონპროექტი შემოიტანეს მაშინ, როცა ქართული მედია იმპიჩმენტის განხილვით იყო გართული და ვიდრე მედია აზრზე მოვა, მას მიიღებენ სამი მოსმენით.

სწორედ ამან გამოიწვია დღევანდელი ჩემი მწვავე რეაქცია. მინდოდა იმ ხალხის გამოფხიზლება, რომელსაც წესით, ყველაზე მეტად უნდა აღელვებდეს ეს საკითხი.

ქოცები რომ ევროინტეგრაციაზე ზურავდნენ, პირველ რიგში, სასამართლოს რეფორმით დაიწყებდნენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორებით მიმართ არ გააკეთებდნენ გამაღიზიანებელ განცხადებებს.

ეს კანონპროექტი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულია იმდენად, რამდენადაც „ქართულ ოცნებას“ მისი მიღების მოტივად რამე უნდა დაესახელებინა. [/su_quote]

– განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....