ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლო დაპირისპირება: „17 მაისს ძალიან მნიშვნელოვანი პროვოკაცია მზადდება ქვეყნის დედაქალაქში“

 

„ქრონიკა +“-ის რედაქტორი და ჟურნალისტი, ელისო კილაძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 17 მაისს მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს. როგორც კილაძემ განაცხადა, ლგბტ თემისა და დაპირისპირებული მხარის შეტაკება იგეგმება. ჟურნალისტი პროკურატურას და შსს-ს ყურადღებისკენ მოუწოდებს:

„მინდა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, თუ რა იგეგმება 17 მაისს. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან იგეგმება, და ეს არის პროვოკაცია, ლგბტ თემის წარმომადგენლების გარკვეული მობილიზება და მეორეს მხრივ, სამების საკათედრო ტაძართან ადამიანების მობილიზება, რომლებიც იქნებიან საწინააღმდეგო მხარეს. თუ ეს იქნება უმართავი და კრიტიკული მასა, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება იყოს ძალიან მძიმე შედეგებით შეტაკება. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შსს-ს, უსაფრთხოების სააგენტოს, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროვოკაცია მზადდება ქვეყნის დედაქალაქში და მზადდება ერთი ძალიან მარტივი მიზნით: ქვეყანა ადგას ევროპისკენ გზას, ქვეყანას წინ ელოდება ვიზალიბერალიზაცია, და ამ გზაზე უკვე განსაკუთრებით მძიმეა რუსული სპეცსამსახურების სცენარი საქართველოში.“ – აცხადებს ელისო კილაძე.

იტვირთბა....