ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„თურმე ამათ ჩემზე მეტად შესტკივათ გული ზვიად გამსახურდიას საქმეზე. რატომ არ გაიცინებს… – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველო პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლეად გთავაზობთ:

„უდონო და ლუზერი ჟურნალიუგები, რომლებიც მარგინალური “სეზონ ტივიდან” მომიწოდებდნენ, “შენ იცი ზვიად გამსახურდიას მკვლელი და განგებ არ ასახელებ”, ამჯერად “ასავალ-დასავალის” ფორმატში გააქტიურდნენ: ამოეფარნენ რა პროფესორ იგორ კვესელავას, ისევ მომიწოდებენ დავასახელო ზვიად გამსახურდიას მკვლელი.

თურმე ამათ ჩემზე მეტად შესტკივათ გული ზვიად გამსახურდიას საქმეზე. რატომ არ გაიცინებს მუდამ სერიოზული ეშმაკი…

 

ფილმში “დინების საწინააღმდეგოდ”, რომელიც 2007 წელს იმედზე გავიდა და რომლის თანაავტორიც მე ვარ, დასახელებული მყავს და გვყავს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზატორები, მისი ლიკვიდაციის შტაბის წევრები, შესაბამისად მკვლელები. ამ ლუზერების ფხაკურზე რეაგირებას საერთოდ არ მოვახდენდი, რომ არ მქონდეს სურვილი სიის დაზუსტებისა. ესენი არიან: გენერალი ვალენტინ კარაბელნიკოვი (რუსეთის მთავარი სამხედრო დაზვერვა გრუ) გენერალი ვიქტორ ივანენკოვი (იგივე გრუს წარმომადგენელი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში) ედუარდ შევარდნაძე, ავთანდილ იოსელიანი, შოთა კვირაია, გია გულუა, ავთანდილ მარგიანი, რომელიც მონაწილეობას უარჰყოფს; ეჭვმიტანილი იგორ გიორგაძე, რომელიც მკვლელობაში მონაწილეობას ასევე უარჰყოფს; ეს არ მომხდარა ოდიოზური “ქვრივის”,  მანანა არჩვაძის მხრიდან ხელშეწყობის გარეშეც, რომლის მოხალისე მსტოვრებად და ხელისბიჭებად გვევლინებიან ხსენებული ჟურნალიუგები. ჩემს პოზიციას სრულიად იზიარებენ ჩემი ძმები, ცოტნე და გიორგი გამსახურდიები, ასევე ზვიად გამსახურდიას არაერთი უახლოესი, საქმეში გარკვეული თანამებრძოლი“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

იტვირთბა....