საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს გამოეხმაურა.
„სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს. თუმცა გავეცნობი განსხვავებულ აზრსაც, ჯერ არ გავცნობილვარ გადაწყვეტილების მთლიანად დასაბუთებას და მასაც აუცილებლად გავეცნობი და რა თქმა უნდა, ჩემი აზრი მექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ჩვენ, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუციამ, მოვახდინოთ ამ გადაწყვეტილების შეფასება ან მისი რევიზია, ასეთი რამ შეუძლებელია“, – აღნიშნა იოსელიანი.
შეგახსენებთ, მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დასკვნით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

