გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარი მრევლისთვის დროებით დაიკეტება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” სამების ლავრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სამების ლავრის ბერებისათვის მონასტრის ტიპიკონიდან გამომდინარე, მსახურება რომ არ შეჩერდეს, წირვა-ლოცვა სამების ლავრის ოთხ მცირე ტაძარში ჩატარდება.
“მეტრონომთან” საუბარში მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ქვედა სართულზე შეზღუდვები ნამდვილად დაწესდება, თუმცა ტაძრის მთავარი დარბაზი ფუნქციონირებას სავარაუდოდ გააგრძელებს.
“დაიკეტება არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ იქ მუშაობენ სამართალდამცავები და შეიძლება რაღაც შეზღუდვები დაწესდეს. მთავარ დარბაზში დაწესდება ეს შეზღუდვები თუ არა არ ვიცი, მაგრამ ქვედა სართულებზე სადაც ცეცხლის კერა იყო იქ ნამდვილად შეიზღუდება შესვლა. მთავარი დარბაზი არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ამ წუთისთვის ასეთი ინფომაცია მე არ მაქვს. ისე მთავარ დარბაზშიც არის კვამლი ისევ და შეიძლება იქაც იყოს პრობლემა.” – აცხადებს ბოტკოველი.

