რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 2-დღიანი ვიზიტით ჩავიდა.
ის ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის – “ერთი სარტყელი – ერთი გზის,” ფარგლებში იმყოფება, რომელიც 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ТАСС-ის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, პუტინი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.