სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია. მე არაფრით დამიმსახურებია ის, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე , – ამის შესახებ პარია „გირჩის“ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პარლამენტში მისვლასა და ოპოზიციის მხარდაჭერაზე.
როგორც დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ახლა მიმდინარეობს თამაში, რომელთანაც გაკარება არ უნდა.
„ქართულ ოცნებას“ დახმარება სჭირდება იმის გამო, რომ ხალხი, რომელიც პროდასავლური ხმებით იქნა არჩეული, უცებ ჩამოყალიბდა სიტუაცია, რომ პრორუსულს აწვებიან. ხალხი, რომელიც თავისი შინაარსით პროდასავლელი იყო და პროდასავლურების გამოც მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, შანსია, რომ დაიკარგოს. ამიტომ საჭიროა „ქართული ოცნების“ წიაღში პროდასავლელი ლიდერის გამოჩენა, რომელიც ამ გავარდნილ ხმებს მოაგროვებს, როგორც პროდასავლელი და დააბრუნებს „ქართული ოცნების“ ყულაბაში. ჩემი აზრით, ახლა, ეს თამაში მიმდინარეობს იმიტომ, რომ ამას სხვა არაფერი ჰქვია. [თამაში] ჩემი საქმე არ არის და უბრალოდ, ამ თამაშთან მე საერთოდ გაკარება არ მინდა, არც ჩემ სხვა მეგობრებს უნდათ გაკარება, მაგრამ მინდა ადამიანებმა დაიჯერონ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არ ყოფილა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლება.
სალომე ზურაბიშვილის მოწოდების არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია. მე არაფრით დამიმსახურებია ის, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
წყარო: ipn.ge