ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა” – პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა”, – საქართველოს პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის საზიანოა.

,,ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც უნდა რცხვენოდეს. ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა თავიანთი თავის რეპუტაცია, ვიდრე საკონსტიტუციოსი.

ეს ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება, იმ დროს, როდესაც ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე არის ასეთი დამახინჯებული და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში – გარდა ერთი, პრეზიდენტისა.

ამიტომ, მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი და ქუჩაში ვიდექი ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს, ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი, ან სცადეს და ასევე, დემოკრატიაც. ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის “ოცნების” მცდელობა, თუმცა “ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის – ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო – ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....