ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით… სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები” | სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები

“არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით… სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხდვითაც სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მისივე თქმით, სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაედგინა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ, კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან დაკავშირებით და კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიმართებით. ბუნებრივია ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, დროის სიმცირიდან გამომდინარე დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა გადავხედე ძირითად დასაბუთებას და დასკვნა არის ტენდენციური და პირდაპირ თქვა, რომ სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად ყველა საკითხში, 52 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში.
საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, მაგრამ თქვენ თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო ძირითად არგუმენტებს აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და პარლამენტმა არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს მაია კოპალეიშვილი.
თამარ ჩუგოშვილის თქმითაც, “სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობსს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების საკითხს”.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

იტვირთბა....