ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქოცების ღია დამცირებაზე ზურაბიშვილის ერთადერთი პროპორციული პასუხი სააკაშვილის გათავისუფლება იქნება – გვარამია

“არა და არასდროს” არ დაუმცირებიათ საქართველოს არცერთი პრეზიდენტი ისე, რომ კონსტიტუციის დამრღვევად ოფიციალურად ეცნოთ, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამია მიიჩნევს, რომ “ოცნების” ღია და მძიმე დამცირებაზე პრეზიდენტის ერთაერთი პორპორციული პასუხი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა.
სხვათა შორის, “არა და არასდროს” არ დაუმცირებიათ საქართველოს არცერთი პრეზიდენტი ისე, რომ კონსტიტუციის დამრღვევად ოფიციალურად ეცნოთ და ღია ეთერში მოწყობილ საჩვენებელ პროცესზე მასზე “გადაეჯლიგინებია” ხელისუფლების საპარლამენტო “ბედაურებს” (სხვა საკითხია, რომ ზურაბიშვილს რეალურად კონსტიტუცია არც დაურღვევია).
ჰოდა, ქოცების მიერ მის ღია და მძიმე დამცირებაზე ერთადერთი პროპორციული და ადეკვატური პასუხი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ლაპარაკიც არ უნდა, რომ ყველაფერი დანარჩენი ბოდიალი და ბოლია, – წერს ნიკა გვარამია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

იტვირთბა....