ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ – „რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო“. სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“, – აღნიშნა მან.

შეგახსენეთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია.

მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დასკვნით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ წინ გამოაცხადა.

9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად “ოცნებას” 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

იტვირთბა....