პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია.
მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დასკვნით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ წინ გამოაცხადა.
იმპიჩმენტს 9-დან 6-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. მათ შორის არის გიორგი თევდორაშვილი, რომელიც 2021 წლის 13 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა.

