„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს არავის გაგვიკვირდა…
ვიცით, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც არავითარი ვალდებულება არ აქვს ხალხის წინაშე, ხელისუფლების ყველა შტოს კი ვალდებულება, მხოლოდ ერთი კაცის წინაშე აქვს, მას “უმადლიან” თანამდებობებს, უმადურობა კი ისჯება…
თუ რამეა შესაცვლელი ამ ქვეყანაში, სწორედ ეს არის, არაფორმალური მმართველობა უნდა შეიცვალოს ფორმალურით, ხოლო ხელისუფალი პასუხისმგებელი უნდა იყოს ხალხისა და მისი ნების წინაშე…
ამორალურია, იყო ოპოზიციაში მრუდე ხელისუფლების, უშნო სარკისებრი ანარეკლი… და ამითი უქმნიდე ბარიერს სრულიად ოპოზიციურ ბრძოლას; არ შეიძლება ხალხს, მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე…
დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ცუდი აღარაფერი გვაკვირვებს, პირიქით მოსალოდნელია;
თუმცა დარწმუნებული ვარ, გვაქვს ძალა, ენერგია, მოტივაცია, პრინციპულობა და მონდომება, ყოველივე ეს შეცვალოთ, გვქონდეს საერთო მიზანი და მიზნის გარშემო, მართალი ადამისნების ერთობა“, – წერს ის.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია.
მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დასკვნით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ წინ გამოაცხადა.
9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად “ოცნებას” 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

