ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი“ – „ლელო“

პარტია „ლელო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

„რუსული დავალებების შემსრულებელი „ქართული ოცნება“ კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება. ცხადია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სწორედ იყო ნაკარნახევი რუსეთის მხრიდან და ამიტომაც, შესაბამისად, ამოცანა იყო და არის „ქართული ოცნების“, რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც დღემდე ინარჩუნებდა და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მოახდინონ ამ ინსტიტუციისთვის დიდი დარტყმის მიყენება. რა თქმა უნდა, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, კერძოდ კი კობახიძემ, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ამ შემთხვევაში, კვლავ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ეს მცდელობა გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც დღეს გაახმოვანა, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია.

მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დასკვნით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ წინ გამოაცხადა.

9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად “ოცნებას” 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

იტვირთბა....