ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო წელს ზურაბიშვილი დარჩება ე.წ. კოჭლს იხვად“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

„რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლს იხვად, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არის ადევნებული“, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია.

მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დასკვნით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ წინ გამოაცხადა.

9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად “ოცნებას” 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

იტვირთბა....