ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„თელავის სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდა“

თელავის რაიონული სასამართლომ საგარეჯოში, ქმრის მიერ მოკლული აიტაჯ შახმაროვას საქმეზე ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე პროკურორი განმარტავდა,რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის,მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე,რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში და ასევე ახლო ურთიერთობა მოწმეებთან.

ადვოკატ არჩილ დვალიშვილის განცხადებით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რისი გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევი და ალიხან ასლამოვისთვის
5000-5000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ბრალდებულ მამა-შვილს პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია.
საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

იტვირთბა....