ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ზეწოლა არ ყოფილა…ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორ და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ – ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.

განაჩენის გამოცხადებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.

„არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მაშინ ამის შესახებ თქვენ იქნებოდით ინფორმირებულები და ჩვენ განვაცხადებდით. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა. ზეწოლის გარეშეც ვიცით როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ…

ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ…ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია. თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება“, – თქვა ტურავამ.

იტვირთბა....