“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვნების მიცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გათავისუფლდა.
ყოფილმა გამომძიებელმა წარდგენილი ბრალდება აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შუბითიძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.
შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია “ფორმულას” ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითძის თქმით, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია.
სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. 26 ივნისს მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.