ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს“ – ფრიდონ ინჯია

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.

იმპიჩმენტის შესახებ კომენტარი გააკეთა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ.

„თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, ასე რომ, აქ ახალი არაფერია და ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა. ჩვენი გუნდიდან ოთხივე დაუჭერს მხარს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, მიამატოთ. თუ დადგინდება რომ დაარღცია კონსტიტუცია, ვფიქრობ, რომ რაღაც ადგილი რომ დაიკავოს საზოგადოებაში, ის თვითონ უნდა გადადგეს,”- განაცხადა ინჯიამ.

იტვირთბა....