ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედიის ცნობით, ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა, გაიხსნება ეგვიპტისა და ღაზის სექტორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი „რაფაჰი“

„თაიმს ოფ ისრაელი“, „როიტერზე“ დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა.

მოძრაობა „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამავე დროს, მედიის ინფორმაციით, გაიხსნება ეგვიპტისა და ღაზის სექტორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი „რაფაჰი“, რათა ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი გახდეს.

იტვირთბა....