“მივაღწევთ ყველა გვირაბს, „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, ვიდრე „ჰამასს“ არ გავანადგურებთ” – აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
“ეს არის კულტურა, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს აქ არსებობას, ველურები, მხეცები, რომლებმაც მოკლეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ მივაღწევთ ყველა გვირაბს, მივაღწევთ „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გავანადგურებთ“ – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.