ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისრაელში 1300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 ამერიკელია” – ბაიდენი

ისრაელში 1300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 ამერიკელია – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

“ისტორიამ გვასწავლა, რომ ანტისემიტიზმი, ისლამოფობია, ჰომოფობია, ტრანსფობია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სიძულვილი ერთი ჯგუფის მიმართ, რომელიც უპასუხოდ რჩება, ხსნის კარს მეტი სიძულვილისთვის. ერთი კვირის წინ, ჩვენ დავინახეთ, რომ სიძულვილი სხვაგვარად გამოვლინდა ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის შემდეგ, ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაში.
ისრაელში 1300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 ამერიკელია. ჰამასმა მძევლად ასობით ადამიანი აიყვანა. უდანაშაულო პალესტინის ოჯახებს და აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვთ საერთო ჰამასთან. ჰამასი მათ ფარად იყენებს” – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

იტვირთბა....